ჩვენი მიზანია ადამიანების ცნობიერების ამაღლება სწორი კვების განხრით. თქვენ ჩვენთან გაიგებთ რამდენად მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდეს კვება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, გექნებათ საშუალება გაიგოთ მეტი კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემის გადაჭრის გზებზე, რომელსაც ჭარბი ან უბრალოდ, ზედმეტი წონა ეწოდება. რაც მთავარია, თქვენ შეისწავლით როგორ იკვებოთ დაბალანსებულად, რომელიც საუკეთესო მიდგომაა, როგორც ჭარბი წონის დასაძლევად, ასევე თქვენი საერთო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
ჩვენ კვების კონსულტაციების სერვისი დავიწყეთ 2015 წელს. წლების მანძილზე ჩვენ შევძელით უამრავი ადამიანის ცხოვრების სტილის შეცვლა, რა საკვირველია ეს თითოეულ ადამიანს დაეხმარა იმ პრობლემის გადაჭრაში, რის გამოც ხალხი ჩვენთან ყველაზე ხშირად მოდის და ეს არის ჭარბი წონა. არასწორი კვება პირველ რიგში, ჩვენი სხეულის ფორმაზე ისახება, მოგვიანებით კი, ჩვენს ჯანმრთელობაზე, რადგან ის უამრავი ავადმყოფობის რისკ ფაქტორს წარმოადგენს.
ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია დაამარცხოს საკუთარი თავი, შეცვალოს თავისი ცხოვრების სტილი და შესაბამისად გახდეს უფრო ჯანმრთელი. უბრალოდ, ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ცოდნა და არც დრო, რომ ის ვიძიოთ და ამიტომ არსებობს ჩვენი სერვისიც.
ჩვენი დახმარებით აღარ იქნება საჭირო სხვადასხვა გზების ძიება ჭარბი წონის დასაძლებად, რადგან ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ!
ჩვენი მიდგომა
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებელმა თავი იგრძნოს კომფორტულად და დარჩეს მოტივირებული, ამიტომაც მუდმივად ვაწარმოებთ წამახალისებელ ღონისძიებებს, გიქმნით კომფორტულსა გარემოსა და თქვენზე მორგებულ პროგრამას პოზიტიური საზოგადოების გარემოცვაში. ამრიგად, დაკლებისას სტრესის დონე მინიმალურია, ჩვენი მომხმარებლები არ შიმშილობენ! გარდა ამისა ჩვენთან უამრავ საინტერესო რამეს გაიგებთ.
კომპანია ჰერბალაიფი
ჩვენ ვთანამშრობლობთ კომპანია ჰერბალაიფთან, მათი პროდუქცია ჩვენი პროგრამის განუყოფელი ნაწილია. კომპანიამ წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ამ ტიპის ბაზარზე ყველაზე სანდო და ერთ-ერთი საუკეთესოა. სწორედ მათი პროდუქციის დამსახურებაა მეტწილად, რომ ჩვენი მომხმარებლები მარტივად გადიან წონაში კლების ურთულეს პროცესს და ამავდროულად ინარჩუნებენ ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის საჭირო ბიოლოგიურ ელემენტებს.
ტრანსფორმაცია არ არის დიეტის შედეგი, არამედ გადაწყვეტილების.




