7 ხერხი, რომელსაც არასოდეს უნდა მიმართოთ წონაში დასაკლებად

ცხიმოვანი მასის შემცირება, ყოველთვის შესაძლოა დავიწყოთ გონივრული დიეტით, მაგრამ ზოგჯერ ადამიანები შეცდომაში შევდივართ, რაც შესაძლოა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი გახდეს.

ადამიანებს იმდენად სურთ წონაში დაკლება, რომ მზად არიან გამოიყენონ დაუდგენელი და საშიში მეთოდებიც კი, რომლებიც ზოგჯერ უკუეფექტს იძლევიან და სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევენ

აქ გაეცნობით, 5 საშიშსა და არასასურველ სტრატეგიას, რომელსაც უნდა მოერიდოთ წონის შესამცირებლად:

1. შიმშილი, ე.წ “ფასტინგი” ან ძალიან დაბალკალორიული დიეტები
კალორიების მკვეთრი შემცირებით შეიძლება შესაძლოა დაიკლოთ წონაში, მაგრამ ასეთი დაკარგული წონა შეიცავს ფასეულ კუნთოვან მასასაც და ანელებს მეტაბოლიზმს. კალორიების მკვეთრი შეზღუდვა ასევე იწვევს ცხიმის პროცენტის ზრდას სხეულში, რაც ზრდის მეტაბოლური სინდრომისა და მე-2 ტიპის დიაბეტის რისკს.

მნიშვნელოვანია, რომ მოვერიდოთ 1200 კალორიაზე ნაკლები საკვების მიღებას, პროფესიონალის ან ექიმის რჩევის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, თქვენი სხეული ვერ მოახერხებს მიკრონუტრიენტებისა და სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას რაც გადაითარგმნება სტრესა და შიმშილში.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ სწრაფი წონის დაკლებისას შესაძლოა წონას ისევ დაუბრუნდეთ და ამ ჯერად, უფრო მეტი ცხიმით და ნაკლები კუნთით — განსაკუთრებით თუ 50 წელს გადაცილებული ხართ.

2. გაურკვეველი წარმომავლობის წამლები ან დანამატები

ამ წამლებისა და დანამატების მწარმოებლების არ სჭირდებათ ამტკიცონ, რომ თვიანთი პროდუქტი უსაფრთხოა, სანამ ბაზარზე გაიტანენ, ამიტომ ჯობს მოვერიდოთ, ურეპუტაციო ბრენდების ნაწარმს, ექიმის რჩევის გარეშე.

3. ორგანიზმის წმენდისა ან დეტოქსიკაციის გეგმები

მსგავსი გეგმები ძირითადად სითხეს გვაკარგინებენ ჩვენი სხეულიდან, მრავალი სითხის დაკარგვა ექიმის ზედამხედველობის გარეშე საშიშია, და შიმშილისას კიდევ უფრო საშიშია. ჩვენი სხეული უნიკალურად მოწყობილია ტოქსინების გამოსადევნად. ამიტომ კლენსები საჭირო არაა და შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს როგორიცაა, დეჰიდრაცია, ელექტროლიტების დისბალანსი და კიდევ სხვა.

დეტოქსის ნაცვლად, იყავით უფრო ყურადღებიანი საკვებთან მიმართებაში. თუ გსურთ სხეულის „დეტოქსიკაცია“, დალიეთ ბევრი წყალი და ჭამეთ მაღალი ბოჭკოვანი საკვები.

4. კუჭის არაბუნებრივი დაცლა
ეს ნამდვილად ერთ-ერთი უკანასკნელი ხერხია, რასაც უნდა მიმართავდეთ წონის შესამცირებლად. იგულისხმება საკვების მიღების შემდეგ, მისი ისევ უკან ამოღება, ასევე ლასქსატიბების ან საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენება.

კუჭის შემავალი საკვები არ უნდა დაბრუნდეს პირის ღრუში, ჩვევად ჩამოყალიბების შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს კუჭის სარქველისა და საყლაპავის დაზიანება და გაზარდოს სიმსივნეების რისკი, მჟავა ძალიან ძლიერია, რომელიც აუცილებელია საკვების მონელებისა და შეწოვისთვის. კუჭი ბუნებრიბად ადაპტირებულია, რომ გაუძლოს ამ მჟავიანობას, მაგრამ სვა ორგანოები და ქსოვილები მისგან ზიანს იღებენ.

საფაღარათე საშუალებების ბოროტად გამოყენება იწვევს სითხის დაკარგვას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დეჰიდრატაცია და ელექტროლიტური დისბალანსი.

5. ექსტრემალური ვარჯიში
ექსტრემალური ვარჯიში შეიძლება საინტერესო იყოს ტიკტოკსა ან ინსტაგრამზე, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ამან შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები, მაგალითად: გაცვითოს სხეული სწრაფად, გაზარდოს ტრავმების რისკი, დეჰიდრატაცია და ელექტროლიტური დისბალანსი; გარდა ამისა, ვარჯიში შესაძლოა თქვენმა ტვინმა გადააქციოს ზედმეტი საკვების მიღების სასჯელად.

ამერიკის სპორტული მედიცინის კოლეჯი და ამერიკის გულ–სისხლძარღვთა ასოციაცია თავის მოქალაქეებს ურჩევს, რომ დღეში მინიმუმ 30 წუთი დაუთმონ საშუალო ინტენსივობის კარდიო ვარჯიშებს ხოლო კვირაში 2 ჯერ დაისვენონ. ალტერნატულად, კვირაში 3 დღე დაუთმონ 20 წუთიან ინტენსიურ კარდიო ვარჯიშებს.

რაც შეეხება, კუნთისა და ძალისმიერ ვარჯიშებს, კუნთების ყველა ჯგუფს მუშაობის შემთხვევაში, რეკომენდებულია დაეთმოს 2-3 დღე კვირაში.

ზედმეტი არაფერი ვარგა და შესაძლოა გავლენა იქონიოს ცხოვრების ხარისხზე. ზომიერება და ბალანსი ვარჯიშში უფრო ეფექტურ და მყარ შედეგებს მოგვცემს.

6. ლეგალური ან არალეგალური პრეპარატები
წონის დასაკლებად ისეთი პრეპარატების გამოყენება, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც არ არის განკუთვნილი ამ მიზნით მოხმარებისათვის, არის სერიოზული შეცდომა და შესაძლოა საშიში შედეგები მოჰყვეს.

სხვადასხვა პათოლოგიების სამკურნალოდ განკუთვნილი მედიკამენტების ბოროტად გამოყენებას, შეიძლება ჰქონდეს გაცილებით მეტი რისკი, ვიდრე რაიმე სარგებელი.

რისკები მოიცავს დამოკიდებულებას, პრობლემებს ურთიერთობებსა თუ ფინანსებში, შფოთვას, ძლიერ თავის ტკივილებს, ინსულტსა და გულის, ფილტვისა და თირკმელების დაზიანებას.

ნებისმიერი მიზნით არაკანონიერი მედიკმენტების გამოყენება მკაცრად არ არის რეკომენდებული, ხოლო ლეგალური პრეპარატების თვითნებური გამოყენება  — ექიმის დანიშნულების გარეშე სახიფათოა.

7. სიგარეტის მოწევა
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის უკიდურესად მავნეა. მიუხედავად ამისა, ზოგი ადამიანი — სიგარეტს იყენებს ან მოწებას იწყებს წონაში დასაკლებად.

ნიკოტინს მართლაც აქვს მადის დამთრგუნველი ეფექტი, მაგრამ მისი გამოყენების რისკები ბევრად აჭარბებს ნებისმიერ სარგებელს.

მოწევა აზიანებს სხეულის თითქმის ყველა ორგანოს; იწვევს კიბოს, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემისა და სხვა ორგანოების ავადმყოფობებს და ზოგადად ამცირებს ჯანმრთელობის დონეს.

გარდა ამისა, როცა ადამიანები ცდილობენ მოწევაზე უარის თქმას, ხშირად იმატებენ წონაში — ეს არის ერთ-ერთი გავრცელებული გვერდითი ეფექტი.

დასკვნა: არასოდეს მოწიოთ — არცერთი მიზეზით, განსაკუთრებით წონის შემცირების მიზნით.

საუკეთესო წონის დაკლების პრაქტიკა:

ჩვენ სხეულის ცხიმოვანი მასის შესამცირებლად დაბალანსებულ კვებას გირჩევთ, რომელიც დამტკიცებულია, რომ არის საუკეთესო გზა და ცხოვრების სტილი.

თუ გრძნობთ, რომ თქვენი წონის დაკლების მეთოდები შესაძლოა უკიდურესი ან არაჯანსაღი იყოს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან პროფესიონალ დიეტოლოგს.