საუკეთესო საკვები ტესტოსტერონის დონის გასაზრდელად

ტესტოსტერონი არის ჰორმონი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს განაყოფიერებაში, სქესობრივ ფუნქციებში, ძვლების ჯანმრთელობასა და კუნთოვან მასაში.

ტესტოსტერონის დონე ასაკთან ერთად ბუნებრივად იკლებს, თუმცა ზოგჯერ პათოლოგიებს, ცხოვრების წესსა და სხვა ფაქტორებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ამ ჰორმონის ბალანსზე ჩვენს ორგანიზმში.

ადამიანებს, ვისაც დაბალი ტესტოსტერონის დონე აქვთ, შეუძლიათ შერჩეული საკვების დახმარებით მუსი დონის გაუმჯობესება. ტესტოსტერონის ასამაღლებლად სასარგებლელ საკვებს შორისაა: ჯანჯაფილი, თევზი და ზოგიერთი ბოსტნეული.

ამ სტატიაში განვიხილავთ საუკეთესო საკვებს, რომლებიც ხელს უწყობენ ტესტოსტერონის დონის ზრდას. ასევე განვიხილავთ იმ პროდუქტებს, რომლებიც უნდა ავირიდოთ, ასევე ვახსენევთ სხვა გზებსაც, როგორ გავზარდოთ ტესტოსტერონის გამომუშავება ბუნებრივად.


ტესტოსტერონის ბუსტერი საკვები

ტესტოსტერონის დონის ასამაღლებლად საუკეთესო გზაა დაბალნსებული კვება, როდესაც ვიკვებებით სრულფასოვნად და ალკოჰოლის, ნაჯერ ცხიმებსა და გადამუშავებულ პროდუქტებს ვზღუდავთ, შესავბამისად ვინარჩუნებთ ჯანსაღ სხეულის მასას. ტესტოსტერონის გამომუშავებას ასევე ხელს უწყობს ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა.

არ არსებობს რაიმე კონკრეტული საკვები პროდუქტი, რომელიც დაუყოვნებლივ გაზრდის ტესტოსტერონს, თუმცა ქვემოთ ჩამოთვლილი საკვები ნამდვილად ხელს შეუწყობს მის გამომუშავებას, ისევ დაბალანსებული კვების ფარგლებში.


ხამანწკები (Oysters)

  • ხამანწკები შეიცავს ძალიან დიდ რაოდენობას თუთიას – მინერალს, რომელიც აუცილებელია რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის.თუთიის მწვავე დეფიციტს შეიძლება მოჰყვეს ჰიპოგონადიზმი – მდგომარეობა, როცა ორგანიზმი არ წარმოქმნის საკმარის ტესტოსტერონს.

თუთიით ასევე მდიდარია:

  • ზოგადად ზღვის პროდუქტები
  • წითელ ხორცი
  • ფრინველის ხორცი
  • ლობი
  • თხილეული

ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული

  • მაგალითად: ისპანახი, შვეიცარიული ჭარხალი და კეილი მდიდარია მაგნიუმით, რამაც ასევე შესაძლებელია შეუწყოს ხელი ტესტოსტერონის დონის ამაღლებას. ისინი ასევე შეიცავენ სხვა უამრავ სასარგებლო ნივთიერებებს.

მაგნიუმით მდიდარი სხვა პროდუქტებია:

  • ლობიო და ოსპი
  • თხილეული და მარცვლეული
  • მთელმარცვლოვანი ფაფები

თევზის ქონი

  • დაბალცხიმიანი დიეტა უკავშირდება დაბალ ტესტოსტერონს.
  • ცხიმიანი თევზი (მაგალითად: ქაშაყი, ორაგული, სარდინი, კალმახი) შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც კარგია გულისთვის, სახსრებისთვის და შესაძლოა გაზარდოს ტესტოსტერონის დონე.

ზეითუნის ზეთი (Extra-virgin olive oil)

  • მდიდარია მონოუჯერი ცხიმებითა და ანტიოქსიდანტებით (ვიტამინი E).
  • ზეითუნი ზეთი ჯანსაღი ცხიმია, რომელსაც შეუძლია ტესტოსტერონის ამაღლებაში ასევე შეასრულოს თავისი როლი.

ხახვი

  • შეიცავს მრავალი ტიპის ანტიოქსიდანტსა და სასარგებლო ნივთიერებებს.
  • კვლევები მიუთითებს, რომ ხახვი შეიძლება ეხმარებოდეს ჰორმონების გამომუშავებას და ტესტოსტერონის დონის ამაღლებას.

ჯანჯაფილი (კოჭა)

  • ცხოველებზე ჩატარებულმა ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ჯანჯაფილის ექსტრაქტმა შესაძლოა აამაღლოს ტესტოსტერონის დონე.
  • ასევე შეუძლია დადებითად იმოქმედოს არტერიულ წნევასა და სისხლის მიმოქცევაზე.

ბროწეული

  • ბროწეული სიმბოლურად ასოცირდება ნაყოფიერებასთან და სქესობრივ ფუნქციასთან.
  • კვლევები აჩვენებს, რომ მას შეუძლია აამაღლოს ტესტოსტერონი, გააუმჯობესოს განწყობა და არტერიული წნევა.

საკვები, რომელიც უნდა ავირიდოთ

გადამუშავებული საკვები(ძეხვეული, სოსისი, ნახევარფაბრიკატები)

  • მსგავსი მაღალკალორიული, მარილიანი, ცხიმიანი და შაქრიანი პროდუქტები ხშირად შეიცავენ ტრანსცხიმებს, რომლებიც ამცირებენ ტესტოსტერონის დონეს.

კონსერვები ან პლასტმასის შეფუთვები

  • საკვები და სასმელი, რომელიც ინახება პლასტმასაში ან ქილებში, შეიძლება შეიცავდეს ქიმიკატებს (მაგ. BPA), რაც აზიანებს ჰორმონალურ ბალანსს.

ალკოჰოლი

  • ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება ამცირებს ტესტოსტერონის დონეს, აქვეითებს სპერმის რაოდენობასა და ზრდის სქესობრივი დისფუნქციის რისკს.

სხვა გზები ტესტოსტერონის დონის ასამაღლებლად

ტესტოსტერონის გაზრდას ხელს უწყობს:

  • წონის დაკლება (თუ ადამიანი ჭარბწონიანია)
  • რეგულარული ფიზიკური აქტივობა
  • ძალისმიერი ვარჯიში
  • სრულფასოვანი ძილი
  • სტრესის შემცირება

Write a comment